ბათუმში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო დახმარებამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ჭრილობები ახალგაზრდებს დანით აქვთ მიყენებული. ერთი ბარძაყსა და მუხლში. ისინი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. რა იყო შემთხვევის მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.