ბათუმში „ორბის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, როგორც „ორბიში“ აცხადებენ, ინფიცირებულია ადმინისტრაციის თანამშრომელი და მას სასტუმროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„შემთხვევა არ დადასტურებულა სასტუმროში. ეს ადამიანი მუშაობდა მშენებლობის უფროსთან. თუმცა, აღნიშნული პირი არ გახლავთ საქართველოში პანდემიის შემდეგ. შესაბამისად, ეს ქალბატონიც არ იყო დაკავებული თავისი საქმიანობით. მოდიოდა ოფისში, რა თქმა უნდა, თანამშრომლების ნახვის მიზნით. მას სასტუმროსთან არავითარი შეხება არ ჰქონია. იყო ადმინისტრაციაში. მიმდინარე კვირაში რამდენიმე თანამშრომელი ამბობს, რომ არის ნამყოფი. ვინ ნახა, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. როგორც ვიცი, უბრალოდ შემოიარა სამსახურში და მოინახულა რამდენიმე ადამიანი. ფაქტის გაგების შემდეგ, ჩვენივე სურვილით, ყველა თანამშრომელმა იმ სართულზე, სადაც ის იმყოფებოდა, გავიკეთეთ ანალიზი, მაგრამ სხვა მხრივ თვითიზოლაციის რეკომენდაცია არავისთან არ ყოფილა. მას შემდეგ სამი დღე გავიდა. არავინ დაგვკავშირებია, ალბათ იმიტომ, რომ ეს ქალბატონი ბოლო რამდენიმე თვეა, არ მუშაობდა აქტიურად. ჩვენ მოვიწვიეთ ჯგუფი და რა თქმა უნდა, შენობაში დეზინფექცია ჩატარდა“, – განაცხადა „ორბის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ჩიტაიშვილმა.