ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია. ოპოზიცია პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელახალ არჩევნებს და ცესკო-ს ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს.
„ყველა ოპოზიციური პარტია დღეს დგას ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების მოპარვას არავინ შეეგუება. გარდამტეხი ბრძოლა უნდა მივიდეს ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმში მიმდინარე აქციას თბილისიდანაც შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის ნიკა მელია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.