ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ოპოზიციური პარტიების მიერ არის ორგანიზებული. მათი მოთხოვნაა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

მსვლელობა ვარდების სკვერამდე მოეწყობა, სადაც იქნება პოლიტიკური გამოსვლები.

ამ დროისთვის აქცია მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ბათუმი მეორე ქალაქია ქუთაისის შემდეგ, სადაც ოპოზიცია რეგიონულ აქციას მართავს.