ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა
ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ სიტყვით. აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციები ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება.

„იანვრიდან ათმაგი და ასმაგი ენერგიით შევუტევთ ხელისუფლებას, ბრძოლა გრძელდება“, – მიმართა აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ, რომლის გამოსვლითაც აქცია დასრულდა.

ვარდების სკვერს აქციის მონაწილეები ტოვებენ. ​აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.