ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია-პერფომანსი გამართა
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია-პერფომანსი გამართა.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობასთან ფერადი ფურცლები მიიტანეს, რომლებზეც სიმბოლურად 41 პრობლემა დაწერეს.
მათი შეფასებით, ეს პრობლემები ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან მხოლოდ ფორმალურად წავიდა.
„არ გვჯერა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. მან ქართულ პოლიტიკაში მძაფრად შემოაბიჯა. რიგითი კობახიძით, თალაკვაძითა და მდინარაძით საქმე არ წყდება. ბიძინა ივანიშვილი მორიგ არაფორმალურ მმართველად რჩება. მისი პოლიტიკიდან წასვლის წინაპირობა იყო ის, რომ ამერიკაში იცვლება ხელისუფლება, მას დიდი შიში აქვს სანქციებისა და როგორც ყოველთვის უფრთხის იმას, რომ შეინარჩუნოს თავისი ფული. აქ შეკრებილია ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებსაც ბიძინა ვერ მოგვატყუებს და ფერად ფურცლებზე ჩამოვწერეთ 41 პრობლემა, რომელიც აჭარას დაუტოვა ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო აჭარის გარდა, შესაძლოა, 441 პრობლემაც კი შეგროვდეს, რაც საქართველოში დატოვა“, – განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა კომახიძემ.