ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და სხვა პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით აქცია გაიმართა
ბათუმში, ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისსა და შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„არა ოკუპაციას, პუტინი მტერია, პუტინი კლავს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, იგი თვალთხარიაა. არ დავნებდებით რუსს. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც გაგრძელდება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს წარწერებით „პუტინი კლავს“, „გახარია წადი“ ტრანსპარანტები უჭირავთ.