ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ვიტრინას შეეჯახა და შესასვლელი კარი ჩაამტვრია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.