ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაშავდა

ბათუმში, 26 მაისის N45-ში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ამწედან ჩამოვარდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„გამოძახება 26 მაისის 45 ნომერში მიმდინარე მშენებლობიდან დაფიქსირდა. როგორც ადგილზე გვითხრეს, 25 წლის მამაკაცი ამწედან ჩამოვარდა. მას დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. დაშავებული კონტაქტური იყო, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. წინასწარი დათვალიერებით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები სავარაუდოდ არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პირველ არხთან სასწრაფო დახმარების ბათუმის სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.