ბათუმში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.