ბათუმში მოზარდის კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტროში განმარტება გაკეთდა
ბათუმში მოზარდის კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტროში განმარტება გაკეთდა

ბათუმში მოზარდის კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტროში განმარტება გაკეთდა.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. სამწუხარო ფაქტია. ბავშვთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ვართ შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში, რათა მიღებული იქნას შემდგომი გადაწყვეტილებები. გარდაცვლილი ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ბოლო ერთი წელია აჭარაში სკოლაში სწავლა დისტანციურად იყო და შესაბამისად, სკოლაში არ დადიოდა. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, თუმცა უფრო მეტი დეტალისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.