ბათუმში მოქალაქეებმა მაიაკოვსკის ქუჩა გადაკეტეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ
ბათუმში მოქალაქეებმა მაიაკოვსკის ქუჩა გადაკეტეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ბათუმში მოქალაქეებმა მაიაკოვსკის ქუჩა გადაკეტეს.

მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ამავე ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც მათი განცხადებით, ავარიულია და მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

45 ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას განსახლებას სთხოვს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ განსახლების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დადგა. მათივე ინფორმაციით, ბათუმის მერიამ ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი კორპუსის ასაშენებლად კომპანია „რეალმშენს“ ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხა, თუმცა მშენებლობა არ მიმდინარეობს.

ადგილობრივების განცხადებით, მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსი უფრო მეტად დაზიანდა.

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი კვლავ აქციებს აანონსებენ.