ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მიუსამძიმრა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბათუმში საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გიცხადებთ პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს მოსახლეობას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.