ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოებისას ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი მძიმე დაზიანება მიიღო
ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოების დროს ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო.
„აბუსერიძის 23-ში მოხდა შემთხვევა. მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ მუშას ფეხი აქვს დაკარგული, მეორეს კი მძიმე დაზიანებები ჰქონდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მუშები აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებდნენ და რკინის კონსტრუქცია ფეხებზე დაეცათ.