ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით ხმამაღლა იგინებოდა.
„ბიჭი მოდიოდა ძაღლით და იგინებოდა. გამოეკიდა პოლიცია და დააკავა. ვკითხე პოლიციას მიზეზი რა იყო და განაცხადეს, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთო”, – განაცხადა თვითმხილველმა, ნინო ჯინჭარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.