ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე მიკროავტობუსიდან შუახნის ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდნენ. ბებია და შვილიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. მისივე თქმით, ტაქსის კარი ღია იყო, ერთი წლის ბავშვი კი ბებიასთან ერთად წინა სავარძელზე იჯდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.