ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა დილიდან საზეიმო მსვლელობა მოაწყეს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება და მეზღვაურებს პროფესიულ დღეს მიულოცავს.

დღესვე დააჯილდოებენ საზღვაო დარგში შეტანილი წვლილისთვის უკვე გამოცდილ მეზღვაურებსა და წარმატებულ კურსანტებს.

ამასთან, დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბათუმის ნავსადგური უმასპინძლებს.