ბათუმში, 8 მარტს, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი გაიმართება.
ფორუმის მხარდასაჭერად დღეს რვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება, საქართველოს ყველა რეგიონიდან 180 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების მიზანი ბიზნესის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და პროცესში ქალი მეწარმეებუს ჩართულობაა.