ბათუმში, მესხის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ.
ადილობრივები აცხადებენ, რომ დასახლებას არ მიეწოდება წყალი, ამასთან, ქუჩის მცხოვრებლებს არ აქვთ კანალიზაცია, მოუწესრიგებელია გზა და არ დაწყებულა მესხის ქუჩის გაზიფიკაცია.
„რვა წელია ყველა პრობლემაზე დავდივართ მერიაში. ვერ გავარკვიეთ, გადის თუ არა ჩვენთან ავტობანი, ამის გამო კი მერია ამ უბანში არაფერს აკეთებს. ურთულეს პირობებში ვცხოვრობთ, ვერაფერს ვაშენებთ, რადგან არაფრის ნებართვას არ გვაძლევენ, სრულ გაურკვევლობაში ვართ“, – აცხადებს აქციის მონაწილე ირმა შაინიძე.
პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქუჩის მცხოვრებლები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.