ბათუმში მედიასემინარი „კოვიდ-19“ მსოფლიოსა და საქართველოში“ იმართება
ბათუმში მედიასემინარი „კოვიდ-19“ მსოფლიოსა და საქართველოში“ იმართება.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები მედიის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის შესახებ ეპიდზედამხედველობასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, ასევე ვირუსის კლინიკური მართვის პრინციპებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
მედიასემინარი კორონავირუსის და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმირებას ისახავს მიზნად.
სემინარს ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.