ბათუმში მაშველმა ორი ახალგაზრდა გადაარჩინა
ბათუმში მაშველმა ორი ახალგაზრდა გადაარჩინა

ბათუმში, ძველ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველმა, ავთო ცეცხლაძემ ორი ახალგაზრდა გადაარჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაშველმა ახალგაზრდები ზღვის სიღრმეში 200 მეტრის მანძილზე შენიშნა და ისინი ნაპირზე კატარღა ბრიგ 250-ით გამოიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.