ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, არ აქვს ინფორმაცია სხვა დაშავებულების შესახებ.

„ამ ეტაპზე ერთი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.