ბათუმში კორონავირუსზე ტესტი დღეს პირველად ჩატარდა და 40 წლამდე ქალს ინფექცია არ დაუდასტურდა
იტალიიდან დაბრუნებულ 40 წლამდე ქალს, რომელიც მაღალი სიცხით დღეს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ბათუმის ლაბორატორიის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამოკვლევა ადგილზე მოხდა.
პაციენტი 2 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი, მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით აღარავინ რჩება. გონიოს საკარანტინო ზონაში კი, რამდენიმე დღეა, 30 ადამიანს აკვირდებიან.