ბათუმში კორონავირუსზე გამოკვლეული 910 პირიდან ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმში კორონავირუსზე 910 პირი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის პასუხები კი, ხვალ გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჯამში 30 537 პირს ჩაუტარდა. კარანტინში 2147 მოქალაქე იმყოფება.