ბათუმში კორონავირუსზე 977 ადამიანის ნიმუში გამოიკვლიეს, ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში ახალ კორონავირუსზე 977 ადამიანის ნიმუში გამოიკვლიეს, ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 45 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ბათუმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 ინფიცირებული მკურნალობს.
ჯამში აჭარის რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 35 067 პირს. კარანტინში იმყოფება 2 092 მოქალაქე, იზოლაციის პერიოდი კი, უკვე დაასრულა 12 128-მა პირმა.