ბათუმში ახალ კორონავირუსზე 37 პირის კვლევის პასუხებს ელოდებიან.
დღეს ისინი რესპირატორული ჩივილებით ე.წ. ცხელების ცენტრებში მოათავსეს. იგივე კლინიკებში გუშინ მოთავსებულ 28 პაციენტს ვირუსი არ დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი რეგიონში 12 477 პირს ჩაუტარდა.
აჭარაში ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან 29 დღე გავიდა. ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირებული არ არის.