ბათუმში კორონავირუსზე 254 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ბათუმში კორონავირუსზე 254 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

ბათუმის ლაბორატორიებში გუშინ ღამით კორონავირუსზე 254 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

28-ე დღეა, რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მნიშვნელოვნად შემცირდა საკარანტინო ზონებში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობაც. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის კარანტინში რჩება 932 პირი. იზოლაციის პერიოდი დაასრულა 6989 მოქალაქემ.