ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორმა ინფიცირებულმა დაამარცხა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანმა კლინიკა „მედალფა“ უკვე დატოვა.
კლინიკიდან გაეწერა ასევე ის პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელებაც ლაბორატორიამ გუშინ დაადასტურა.
ამ დროისთვის „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა.