აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. პაციენტის კვლევის შედეგი დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.
პაციენტმა უკვე დატოვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე შემცირდა.
ხვალ დილით გახდება ცნობილი, როგორც გეგმიური, ასევე იმ 42 პირის კვლევის შედეგები, რომლებიც ცხელების ცენტრებში დღეს მოათავსეს.