ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, „კოვიდ-19“ სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა
ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, „კოვიდ-19“ სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.
ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სულ რვა პაციენტი იმყოფება.
ამასთან, საქართველოში დღეს „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი.