ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ პაციენტს, რომლის ანალიზის პასუხსაც ელოდებოდნენ, კორონავირუსი არ აქვთ და ისინი კარანტინში დაბრუნდებიან.
აჭარაში, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტს მკურნალობენ და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მინისტრის თქმით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი საღამოს შეიყვანეს.
მინისტრმა განმარტება გააკეთა კლინიკა „მედცენტრში“ მოთავსებულ პაციენტზე, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში თვითდინებით შევიდა.
მინისტრის თქმით, პაციენტი კვლევების ეტაპზეა და საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.
მიქელაძის თქმით, მას რისკ ჯგუფის ქვეყნებთან შეხება არ ჰქონია.