ბათუმში კორონავირუსი ერთ მოქალაქეს დაუდასტურა, ინფიცირების შემთხვევა იმპორტირებულია
„კორონავირუსზე ბათუმში 685 პირი გამოიკვლიეს. „კოვიდ 19“ ერთ მოქალაქეს დაუდასურდა. ლაბორატორიული კვლევის ყველა სხვა შედეგი უარყოფითია.
ინფიცირებული მოქალაქე კარანტინში იმყოფებოდა.
ასევე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა.
ამ ეტაპზე, ბათუმში 17 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას.
ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 72 პირი, კარანტინში იმყოფება 3 306 მოქალაქე.