ბათუმში კორონავირუსი ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს დაუდასტურდა
ბათუმში კორონავირუსი ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს დაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი სხვა თანამშრომლების ტესტების პასუხებიც.
აღნიშნული საკონდიტროს კონსულტანტს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. საკონდიტროს 70 თანამშრომელი იზოლაციაშია.