ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კლინიკა დაკეტილია და მასში სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.
როგორც საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დალილა ცივაძემ განუცხადა, „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდება ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ თანამშრომელს.
„გეგმური „პისიარ“ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის „პისიარ“ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი დახურული იქნება“, – განაცხადა ცივაძემ.