ბათუმში, ხოფის ბაზრობის ერთ-ერთ მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაზრობის თანამშრომლების გამოკვლევა ხვალიდან დაიწყება
ბათუმში, ხოფის ბაზრობის ერთ-ერთ მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაზრობის თანამშრომლების გამოკვლევა ხვალიდან დაიწყება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული პაციენტი დღეს დილით დასახელებულ 34 შემთხვევაში არ შედის.

როგორც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი აცხადებს, ბაზრობა დღეს დაკეტილია, ხვალიდან კი ბაზრობის თანამშრომლების გამოკვლევა დაიწყება.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხოფის ბაზრობაზე გუშინდელ დადასტურებულებში, რომელიც დღეს დილის გახდა ცნობილი, 34-ში არ შედის. მისი გადადგმა მოხდა და ახლა დამიდასტურეს, რომ ის არის. ის უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში და ხოფის ბაზრობა დღეს ისვენებს, დაკეტილია. ხვალიდან მოხდება ხოფის ბაზრობის თანამშრომელთა ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება აჭარაში მასწავლებლის ინფიცირებას, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ შემთხვევაზე ჯერ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს და გადამოწმების შემდეგ შეძლებს საუბარს.