ბათუმში, კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს
ბათუმში, კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს

ბათუმში, კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ვარდების სკვერში ადგილობრივებთან ერთად ყვავილები ბათუმში მყოფმა რუსმა ტურისტებმაც მიიტანეს.

ორგანიზატორი ბათუმელი ბლოგერი სვეტლანა ჰიროსიანია, რომელმაც ხალხს სოციალურ ქსელში ვარდების სკვერში მოსვლისკენ მოუწოდა.

„მე ვარ ორგანიზატორი და ბლოგერი. ხშირად ვწერ მსგავს ტრაგედიებზე. კემეროვოში ახლობლებიც მყავს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეემთხვათ. სოციალურ ქსელში მოვუწოდე ადამიანებს, მოსულიყვნენ. ჩემს მეგობრებთან ერთად სრულიად უცნობი ადამიანებიც გამოგვეხმაურნენ. გვინდა, ამ ფორმით მივუსამძიმროთ დაღუპული ბავშვების ახლობლებს“, – განაცხადა პირველ არხთან სვეტლანა ჰიროსიანმა.