ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა იწყება
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა იწყება

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა იწყება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ლარია. დღეს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება და საგანმანათლებლო სივრცე 1 500 სტუდენტსა და 800-მდე მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

კამპუსი და სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საცურაო აუზით.

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება – კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგცენტრი.

„ბათუმში საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობას, რომელიც აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და რაც ყველაზე მეტად აკლდა ამ ქალაქს, იქნება საერთაშორისო დანიშნულების სკოლა, სადაც 800-ზე მეტი მოსწავლე შეძლებს თანამედროვე განათლების მიღებას. ეს არის შესაძლებლობა, როგორც ბათუმელი ახალგაზრდებისთვის, მთლიანად რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე განათლებაზე. ეს არის მეტი საერთაშორისო სტუდენტის მასპინძლობის საფუძველი“, – განაცხადა აჭარის თავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.