ბათუმში იური ხომიჩის, ვლადიმერ დიაჩენკოსა და იური ბატურინის სასამართლო პროცესი იმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, იური ხომიჩის, ვლადიმერ დიაჩენკოსა და საქართველოს მოქალაქის, იური ბატურინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან დაკავებულების მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ სამივე პირი უკანონოდ არის დაკავებული.
„ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ბრალდება მათ რასაც ედავება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს. ეს ტყვეობა განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების ფობიით, რომ ეს ადამიანები დააკავშირონ მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
2020 წლის ნოემბერში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მცურავი არასამხედრო გემის სამი წევრი დააკავეს. პროკურატურა მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. სამივე მათგანი სხვადასხვა დროს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არიან დაკავშირებული. მიხეილ ბატურინი კი, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია.