ბათუმში იპოთეკური სესხით დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ
ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალის აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე წუთით ჩაკეტილი იყო. გზა პროტესტის ნიშნად იპოთეკური სესხით დაზარალებულმა დიასამიძეებისა და ბერიძეების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გადაკეტეს. მათ სოლიდარობა სხვა დაზარალებულებმაც გამოუცხადეს.
დიასამიძეები ამტკიცებენ, რომ ქონება თაღლითური გზით წაართვეს. დღეს სააღმსრულებლო ბიურომ წინააღმდეგობის გამო, გამოსახლების პროცესი დროებით გადადო .
იპოთეკით დაზარალებული პირები ხვალისთვის საპროტესტო აქციით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.