ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაზგაყვანილობის მილი გასკდა
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაზგაყვანილობის მილი გასკდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტთან გაზგაყვანილობის მილი გასკდა.

ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები და დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გამვლელებს აფრთხილებენ, შემთხვევის ადგილს არ მიუახლოვდნენ.

როგორც „სოკარ-ჯორჯია გაზში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მშენებლობის დროს დაზიანდა მიწისქვეშა მილი.

ამ დროისთვის გაზსადენი გადაკეტილია, რის გამოც ხვალ საღამომდე ბუნებრივი აირი შეუწყდებათ ინასარიძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, ასევე მთლიანად ანგისის დასახლებას.

აღინიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება.