ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები გუდიაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ახალი ბინის საფასური უკვე გადახდილი აქვთ. მშენებლობა ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიას ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.
აქციის მონაწილეები სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად პარტნიორებს შორის დავას ასახელებენ. კომპანიის იურისტის განცხადებით კი, მშენებლობის შეფერხება პროექტის ცვლილებამ გამოიწვია და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.
გუდიაშვილის ქუჩაზე 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია „შენი სახლი” აშენებს.