ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, რის გამოც მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი დაზიანდა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, რის გამოც მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი დაზიანდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, გზის საავტომობილო ნაწილი კი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანა. თხრილში ჩავარდა მუნიციპალური ავტობუსიც.

წყლის მძლავრმა ნაკადმა მიმდებარე შენობებში მინები ჩაამსხვრია.

წყალი ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანია „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ დაზიანდა ცენტრალური სასმელი წყლის 225 მმ-იანი მილი. გორგილაძის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები იწყება.