ბათუმში გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამა განიხილა
ბათუმში გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამა განიხილა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება პროგრამით გათვალისწინებულ ახალგაზრდულ პოლიტიკას დაეთმო.
საუბარი შეეხო ახალგაზრდების სამოქალაქო და ეკონომიკურ გააქტიურებას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ მიზნით მნიშვნელოვანია: ახალგაზრდების პრობლემების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისთვის ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავება. ასევე, ახალგაზრდების სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა, მათი ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების მონაწილეობა და მათი უშუალო ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ ეხებათ.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ახალგაზრდების სოციალური აქტივობის მნიშვნელობასა და მათ უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.
გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე, ახალგაზრდული მდივანი საბა ჯიქიძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე, პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე, პარტიის წევრები: ეკატერინე ვეფხვაძე და კახა ცეცხლაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.