ბათუმში გიგა მაქარაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრ გიგა მაქარაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქე გაბრიელ კამაევს შორის ბათუმში დაპირისპირება მოხდა.

„შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ბათუმის ბულვარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მათთან მოქალაქე გაბრიელ კამაევი მივიდა. მას გიგა მაქარაშვილთან გასაუბრება უნდოდა, რისი საშუალებაც „სირცხვილიას“ წევრებმა არ მისცეს.

მოგვიანებით, გაბრიელ კამაევმა გიგა მაქარაშვილს ჰკითხა შოთა დიღმელაშვილის აქციაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, „ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმრჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი, ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა“, რასაც გიგა მაქარაშვილი დაეთანხმა.

ამასთან, კამაევმა მაქარაშვილს შეახსენა ის პერიოდი, როდესაც „სირცხვილიას“ წევრი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ მინდია გულუასთან მუშაობდა, რის შემდეგაც გაბრიელ კამაევსა და გიგა მაქარაშვილს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. კამაევმა მიმართა მაქარაშვილს, რატომ მუშაობდა პრორუს გულუასთან, რაზეც მაქარაშვილმა უპასუხა, რომ „პრორუსთან არ უმუშავია“.