ბათუმში გარემოვაჭრეებმა ქუჩაში თევზის გაყიდვის შეზღუდვა გააპროტესტეს
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეებმა ქუჩაში თევზის გაყიდვის შეზღუდვა გააპროტესტეს და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიმდებარე ქუჩაზე არსებული მაღაზიების მფლობელები გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ქუჩაც გადაკეტეს.
თევზით ვაჭრობის წინააღმდეგნი არიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც. ისინი ამბობენ, რომ მოვაჭრეები ქუჩაში ანტისანიტარიას ქმნიან. გარევაჭრობის აკრძალვის მოხოვნით მათ უკვე მიმართეს მერიასა და სამართალდამცავებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩის დასუფთავება მერიის შესაბამისმა სამსახურმა დილიდან უზრუნველყო, თუმცა გარევაჭრობის პრობლემა დღეს არ შექმნილა და მის აღმოფხვრას თვითმმართველობა წლებია ცდილობს, რასაც დრო სჭირდება.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.