ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი აშენდება
ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი აშენდება

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა დაიწყო. სიმბოლური კაფსულა საძირკველში დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მრავალფუნქციურ თანამედროვე შენობაში გათავსდება მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

შენობაში ასევე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები. სააგენტო ულტრათანამედროვე დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.300 000 ლარია.