ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ქალაქში ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტეს
ორი დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური, ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას ითხოვენ. ახლობლები მათ ადანაშაულებენ, რომ პაციენტს დროულად ვერ დაუსვეს დიაგნოზი. გოგონა მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
პარალელურად, გარდაცვლილის ოჯახის წევრები რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციას ხვდებიან.