ბათუმში გამოკვლეული კიდევ 100 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმში დღეს გამოკვლეულ კიდევ 100 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100 ანალიზის პასუხი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია.
ლაბორატორიაში ამ დრომდე კვლევის პროცესშია რამდენიმე ათეული ტესტი, რომელთა შედეგებიც ხვალ გახდება ცნობილი.
78 წლის ქალისა და კიდევ ორი შუახნის პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ, სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში“ 36 ინფიცირებული რჩება.