ბათუმში გამოკვლეული 268 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 268 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა აღარ ფიქსირდება. კლინიკა ყველა პაციენტმა დატოვა.
აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1 142 პირი რჩება. ჯამში, კარანტინი დატოვა 6 796-მა მოქალაქემ.