ბათუმში გამოკვლეულ 561 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში გამოკვლეულ 561 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

​აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე გასულ ღამეს ბათუმის ლაბორატორიებში 561 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 41 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება შვიდი ინფიცირებული.

ჯამში, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 28 119 პირს. კარანტინში იმყოფება 2 411 მოქალაქე, 10 286-მა პირმა კი, იზოლაციის სივრცეები უკვე დატოვა.